თეგი: ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს. „კანონპროექტი, რომელიც ცვლის საქართველოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების პროცედურას, მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში. მოსაზრებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა“, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა. „დასკვნა ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები უნდა იყოს ყურადღებით ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ. თუმცა, ამ შემთხვევაში, დასკვნა განსაზღვრავს ხარვეზებს კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხთან დაკავშირებით, ფარული გამოძიებისთვის ნებადართული დანაშაულების შემოთავაზებულ სიას, ფარული გამოძიების ღონისძიებების ხანგრძლივობას, ასეთი ღონისძიებების შესახებ შეტყობინებებს და სასამართლო კონტროლისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისტემებს. დასკვნა რეკომენდაციას უწევს ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვას კანონპროექტში მოცემულ კონკრეტულ წინადადებებზე დისკუსიის დაწყებამდე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე. ამავე ინფორმაციით, მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-22 ოქტომბერს.

კელი დეგნანი: ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა მტკიცე და მკაფიოა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვენეციის კომისია საქართველოს სთავაზობს დაცვის მექანიზმს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების პირადი სივრცე ხელშეუხებელი იქნება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. „ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, ის გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

რა წერია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში

მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს, ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამის ჩანაწერს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში ვხვდებით. „ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების წინარე რეკომენდაციებს. ამ ცვლილებებს შორისაა შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში. მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას“. საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტშია აღნიშნული, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეული იყოს პროცესისადმი საერთო ნდობა. 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფებზე, რომელთა შორის იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფიც, დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED-მა ვერ მიიღო დაშვება, ხოლო ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, საიამ სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი მოახდინა. ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შეფასებით კი, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“. „სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება მუშაობის დაწყებისთანავე. თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში. ODIHR და ვენეციის კომისია მიიჩნევენ სამწუხაროდ, რომ ყველა პარტია არაა ჩართული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რაც იქნებოდა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისად კოლექტიურად პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ხელის შეშლა საარჩევნო რეფორმის თემაზე, როგორც დადებითი მოვლენა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება, შემდგომ წარმოადგინა ერთობლივი ცვლილებების პროექტი პარლამენტში, რომელიც ამჟამად არაოფიციალურად განიხილება პარლამენტში პარტიებს შორის. 2022 წლის 18 აგვისტოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა გამოცდილმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოში, თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ვერ მიიღო დაშვება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რამდენადაც მმართველის პარტია აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციამ „დაკარგა პოლიტიკური მიუკერძოებლობა“. მთავრობის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, მნიშვნელოვანმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო რეფორმის პროცესში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი. ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის აზრით, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“. დადებითი ფაქტია, რომ როდესაც პროექტი დასრულდა და წარედგინა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, როგორც ISFED-მა, ასევე, საიამ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა ცვლილებების პროექტი, რომელშიც აისახა მათი შეთავაზებები. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი, იმ სახით, რომლითაც მათ დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს. პროექტს მხარი ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც მანიშნებელია მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის, თუმცა, პოლიტიკური დიალოგი, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ფორმატში, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება ან ხელის შეშლა, მაშინაც კი, თუ ეს კანონისა და საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში ხდება, ძალზე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული და არ წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს. ვენეციის კომისია და ODIHR უსვამენ ხაზს, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა. მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომ მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა 2021 წლის რეფორმების კონტექსტში, კონკრეტულად კი ის, რომ პროცესის სრულად ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა მონაწილეს შორის დიალოგის გზით, როდესაც წამყვანი სურვილი იქნება საქართველოს დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ ძალისხმევა, მიმართული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე, გაგრძელდეს და სათანადოდ იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მონაწილე მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებები“,  - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირთან ერთად მომზადებული ანგარიში დაამტკიცა

„ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში ეუთო/ოდირთან-თან (OSCE/ODIHR) ერთად წარდგენილი პირველადი ანგარიში შესწორებების გარეშე დაამტკიცა,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მან ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა ამ დასკვნის მნიშვნელობა; მან ისაუბრა პოზიტიურ შეფასებებზეც, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის არაერთი მიმართულებით გაკეთდა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა მოხდა ამ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რის თაობაზეც ვენეციის კომისიის წევრებმა და დამსწრე ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 7 დეკემბერს დასკვნა დეტალურად განვიხილეთ; 8-ში კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოვისმინეთ, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილვას. პარალელურ რეჟიმში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფში და არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე პოზიციების შეჯერებაც მოხდა, რაც დამატებით აისახა მეორე მოსმენის კანონპროექტში. გუაშინ პარლამენტმა, ფართო კონსესუსით, ბევრი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, მეორე მოსმენით ცვლილებების ეს პროექტი მიიღო. ვენეციის კომისიის სხდომაზე დეტალურად გავამახვილე ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ანგარიშიდან მეორე მოსმენის პროექტში აისახა და შესაბამისად, კომისიის წევრებს დეტალურად გავაცანი თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე,“  - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მიმდინარე წლის მომავალ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით მიღებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება და შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე, მესამე მოსმენით ამ პროექტის დამტკიცება, რითაც 12 პუნქტიანი გეგმის ეს მიმართულება მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულდება.  

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნას მოამზადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის პირველი დეკემბრის მოთხოვნის შესაბამისად, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე 10-11 მარტს უნდა წარადგინონ დასამტკიცებლად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოდან აცნობეს. ეს მოსაზრება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) ფარგლებში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში მომზადდება. ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გადაგზავნა ევროკავშირის რეკომენდაცია იყო. ამისკენ მოუწოდებდა მთავრობას ამერიკის ელჩიც. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - აცხადებდა კელი დეგნანი პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის, კლერ ბაზი მალორისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „საქართველოს პროგრესთან ერთად მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“. პაპუაშვილი ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. „თქვენო აღმატებულებავ, საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება. ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე. ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას“ , - ნათქვამია პაპუაშვილის წერილში. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს

ვენეციის კომისია ადასტურებს უცხოური გავლენისა და უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების განხილვის შესახებ მოთხოვნის მიღებას ადასტურებს. გავრცელებულ განცხადებაში კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას სთხოვა, განიხილოს კანონპროექტები „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. ამავე თემაზე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა

რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ

14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია. ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას. ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ დასკვაში აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. კომისია აცხადებს, რომ მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია მათი თანხმობის გარეშე მოსამართლეთა მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - წერია დასკვნაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარებიან, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან 14 მარტს გააკეთა. „დარჩენილი გვექნება ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხი. ამ პროექტებზე მუშაობას უახლოეს დროში დავასრულებთ და, შესაბამისად, საქართველო შეძლებს, სრულად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „არის ერთი საკითხი. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას სჭირდება, სულ მცირე, 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს

ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია 9-10 ივნისს პლენარულ სხდომას გამართავს. სხდომის განმავლობაში მოსალოდნელია საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღება. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. პრესრელიზი გამოქვეყნდება ორშაბათს, 12 ივნისს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული მოსაზრებები გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ , 14 აპრილს გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა. 14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია. ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას. ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს. ვენეციის კომისია 14 მარტის დასკვნაში ასახულ ჩანაწერს და ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. „ამ მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მომზადებით აირჩია, რომ ოლიგარქიზაციის გავლენას განსხვავებული „პერსონალური მიდგომით გაუმკლავდეს“, - წერია დოკუმენტში. ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ამოღებულია მისი შესაძლოა სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილი, შესწორებული კანონპროექტის შედეგების პოტენციურად, ბოროტად გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება შესაძლოა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები: კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის უნდა შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს შემდეგს: ეფექტიანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება. ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ნათქვამია დასკვნაში. „ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს „პირადი მიდგომა“ მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში. ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა. ხსენებული ზომები კი, უნდა შემუშავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ვენეციის კომისიის შეფასებით, ამჟამად, კანონპროექტი არ შეიძლება, განიხილებოდეს დემოკრატიულ და ეფექტიან პასუხად. „დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება, ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო ინსტრუმენტი გახდეს", - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა. 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასეთია. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა. როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. ამასტან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იიყოს მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.  

ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს

ევროკავშირი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხარდამჭერ განცხადებაში წერს, რომ არსებული რისკების გათვალისწინებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება რეკომენდებული არ არის. „ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. გასული წლის 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი „ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. წერილშია აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. „2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს: - საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს; - პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; - საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“ - წერია წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  

რატომ არ მოამზადებს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ დასკვნას

სარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო, დასკვნას არ მოამზადებს. მისივე განმარტებით, ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში. „ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ. იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა 2 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. რა წერია ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მითითებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა. 19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. მანამდე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს  

რას წერს ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნაში

საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციიის კომისიის დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში განხილულია რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ აუცილებელია, შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი. ამასთან, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ვენეციის კომისია მზადაა, საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, ამ საკითხში დახმარების მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს. როგორც ცნობილია, 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ შესასრულებლად 5 ძირითადი რეკომენდაცია გამოყო.  

ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს  ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი. დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენციას გამართავს.  

კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, ექსპერტებს შევხვდით. ზოგადად, თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. იცით, რომ ვენეციის კომისიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ხშირად იგზავნება - ხოლმე ჩვენგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. ვიღებთ მათგან დასკვნებს და საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაღალია რეკომენდაციის გათვალისწინების მაჩვენებელი. ამ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა. ჩვენ, ასევე, შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს. განსაკუთრებული საუბარი გვქონდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო საკითხები, საარჩევნო თემატიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის დისკუსია გვქონდა იმ კანონპროექტებზე, რომელიც ამ სფეროებში არის ინიცირებული პარლამენტში. ველოდებით ასევე დასკვნას ცესკოს საკითხთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან, უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით. სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე მიზანშეწონილობის საკითხებს ეხება, იქ, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ჯერ კიდევ ველოდებით დასკვნას კომისიისგან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით, დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია. ერთადერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით, არის ცესკოს ფორმირების წესი,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს.  

პრემიერი ვენეციის კომისიის დელეგაციას: საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც დინამიკურად ვითარდება. პრემიერ-მინისტრმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. „პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს,” - აღიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფრენდო, კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი, სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დიკი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ

„აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,“ - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ  განაცხადა. „ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე გვქონდა, რომლის განმავლობისას ქვეყნის მაღალჩინოსნებს შევხვდით. ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები. ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,” - განაცხადა ფრენდომ. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს  ირაკლი კობახიძეს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი. დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენცია გამართეს.

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად მომზადებულ ახალ დასკვნაში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოქმედი ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასა და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებასა და სხვა ხანგრძლივი რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს. მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა. „თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე,“ - ნათქვამია მოსაზრებაში. უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, 2021 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც პრინციპში მიესალმნენ ვენეციის კომისია და ODIHR. იმავდროულად, მიღებული იყო შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ცვლილებების ამჟამინდელი პროექტი, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის აზრით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებას საჭიროებს. „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება. ისინი "რთული და საკმაოდ დამაბნეველია," - ნათქვამია მოსაზრებაში. მისივე თანახმად, 2022 და 2023 წლების წინა რეფორმებისგან განსხვავებით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი მომზადდა სწრაფი პროცესის ფონზე, მმართველი პარტიის ინიციატივით, როგორც ჩანს, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის გარეშე. „საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ. „იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რეკომენდაციის ნაწილში წერია, რომ უნდა შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება. დღესვე ვენეციის კომისიამ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.  

რა წერია ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაში საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ

ვენეციის კომისია ანტიკორუფციულ ბიუროს შესახებ ახალ მოსაზრებას აქვეყნებს. კომისია წერს, რომ მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა. როგორც დასკვნაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია მიესალმება გრძელვადიან მიდგომას სისტემების მშენებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის მიმართ, კომისია აღნიშნავს, რომ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილებები და სამართლებრივი ინსტრუმენტები არ აქვს არსებული კორუფციული საქმეების განსახილველად. ვენეციის კომისია აღნიშნავს. რომ არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა არ ითვალისწინებს ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ მისი კომპეტენციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგისათვის, კანონში დამატებით გარანტიებს საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ACB-ის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ-მინისტრის ხელშია. ACB-ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დამოუკიდებლობისა და აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, ვენეციის კომისია რეკომენდაციებით გამოდის. „დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ვენეციის კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენს: კანონი შეიცვალოს, რათა ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობაზე მეტს) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე - ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა; ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია. „კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს ამ კუთხით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციას, კერძოდ, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს/ განისაზღვროს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუსაბამობის შესახებ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვის შესახებ, კერძოდ: „განხილულ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე პროფესიული მოთხოვნების გაძლიერება; დაზუსტდეს დებულებები თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, ამასთან, ნარკოლოგიური ტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა წაიშალოს კანონიდან და ბიუროს ხელმძღვანელის შესაძლო ტესტირებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს; მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, იმისთვის, რომ გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი; შეტანილ იქნას ზუსტი და მკაფიო მინიშნებები კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე; განისაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დამთხვევა და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან, ბიუროს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.